მთავარი » 2009 თებერვალი 4 » დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მობილური კავშირით სარგებლობს
6:33 PM დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მობილური კავშირით სარგებლობს | |
59 ქვეყანაში მობილური კავშირის შეღწევადობა 100%–ს აჭარბებს, ბევრ ადამიანს კი ერთდროულად რამდენიმე მობილური ტელეფონი აქვს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მობილური კავშირის ინდუსტრია სამომხმარებლო ელექტრონიკის სხვა სეგმენტებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდება, ხოლო ახალი მომხმარებლების რაოდენობა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ყოველთვის აჭარბებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარი ყველაზე სწრაფი ტემპებით ინდოეთში, ჩინეთა და სხვა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იზრდება. პირველ რიგში კი ამას ხელს ოპერატორების მომსახურებებზე საფასურის მუდმივი კლება უწყობს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ აზიაში მობილური კავშირის მზარდმა განვითრებამ კორეულ კომპანიებს Samsun–სა და LG Electronic–ს მობილური ტელეფონების მწარმოებელი წამყვანი კომპანიების ექვსეულში მოხვედრის საშუალება მისცა. სხვათაშორის, ბოლო მონაცემებით, 2 571 563 279 აბონენტი მობილური კავშირის ყველაზე პოპულარული სტანდარტით GSM–ით სარგებლობს, ხოლო სტანდარტის CDMA–421,4 მილიონ მომხმარებელს ითვლის. ინფორმაციის წყარო: Gemob.Net | |
|
სულ კომენტარები: 0 | |