მთავარი » 2009 » თებერვალი » 4 » გიზას დიდი პირამიდა
1:41 PM
გიზას დიდი პირამიდა
 
     Image Hosted by ImageShack.us
 
უძველესი სამყაროს 7 საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული გიზას პირამიდა არსბობს.  
თითქმის 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო  მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.
იზას პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად ითვლება.
ის მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, რომელიც უფრო `ხეოფსითაა~ ცნობილი.
ხუფუ ეგვიპტეს ძვ. აღ-ის 2551-2528 წლებში მართავდა და საკუთარი პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო.  
პირამიდები გიზას დიდი პირამიდის აგებამდეც არსებობდა და მის შემდეგაც არაერთი ააგეს, მაგრამ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველს
 4 ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც დიდი პირამიდა.

საინტერესო ფაქტები გიზას დიდი პირამიდის შესახებ

მეცნიერები თვლიან, რომ დიდი პირამიდის წონა 5 მილიარდ ტონაზე მეტია, ხოლო მისი აგებისათვის 2 მილიონზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.

ფართობი, რომელსაც პირამიდა იკავებს 5,15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.

ნაპოლეონმა გამოითვალა, რომ გიზას პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრანგეთის გარშემო 3 მეტრი სიმაღლისა და 30 სმ. სისქის გალავნის ასაგებად.





კატეგორია: საოცრება | ნანახია: 2119 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar