მთავარი » 2009 » იანვარი » 29 » EUTO - საქართველო-ეუთოს თანამშრომლობა
9:23 PM
EUTO - საქართველო-ეუთოს თანამშრომლობა
         
          http://openaccess.eprints.org/uploads/euto1.jpg
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს
როი რივს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებზე ეუთოს ეგიდით ბრიუსელში 14 ივნისს გამართული
საერთაშორისო დონორთა კონფერენციის, ასევე 22-23 ივნისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ
დე გუხტის საქართველოში ვიზიტის შედეგები და ამ შედეგების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობისა და ეუთოს მისიის შემდგომი
თანამშრომლობის გზები. აღინიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილი პროექტების პრაქტიკული
იმპლემენტაციის თვალსაზრისით აუცილებელია როგორც კონფლიქტის მხარეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი,
მიზანმიმართული მოქმედება, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საქართველოს საერთაშორისოდ
აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მედიანიუსი
 
 
 
 
 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 2131 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar