7:51 PM რა საჩუქარი უნდა გაუკეთოთ 2009 წელში ზოდიაქოს თვითოეულ ნიშანს? | |
როგორ უნდა გამოხატოთ სიყვარული ყველაზე საყვარელი ადამიანის მიმართ ხარის წელში? რა თქმა უნდა საჩუქრის სახით. ხოლო თუ რა უნდა აჩუქოთ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს, ეს უკვე სხვა საკითხია. ... ... ...ვერძი2009 წლის ახალი წლის ღამეს მამაკაც-ვერძს უმჯობესია გაუკეთოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ძალას და მამაკაცურობას. ეს შეიძლება იყოს პისტოლეტი, ავტომანქანა (შეიძლება სათამაშო მანქანაც, მაგრამ საყვარელი მოდელი), ცივი იარაღი ან ბოქსიორის ‘’მსხალი’’, რომელიც ყოველთვის გამოადგება იმპულსურ და ემოციურ ვერძს. კუროამ წელს მამაკაც კუროს აჩუქეთ რაიმე ისეთი, რასაც ნიშვნელოვანი ფასეულობა გააჩნია და თანაც ადვილად შეიძლება იქცეს ფულის ერთეულად. ეს შეიძლება იყოს მანქანის ან სიცოცხლის დაზღვევა, ოქროს ან პლატინის ზოდი. თუ თქვენს საყვარელ მამაკაც-კუროს ჯერ კიდევ არ აქვს სუპერ-საიმედო სეიფი, მაშინ გირჩევთ ცოტა მეტი ფული დახარჯოთ და გაუკეთოთ ეს შესანიშნავი საჩუქარი. გპირდებით, იგი მას ღირსეულად შეაფასებს. ტყუპებიმამაკაცი-ტყუპებისათვის ახალ წელს საუკეთესო საჩუქარი იქნება ან ახალი კომპიუტერი, ან ნოუთბუქი, ან რომელიმე ინტელექტუალური ტექნიკა. კიბრჩხიბიმამრობითი სქესის კიბრჩხიბისათვის კი საუკეთესო საჩუქარი - სექსია. ეს ვნებიანი, ემოციური და სექსუალური ნატურა მსგავს საჩუქარს ყველაზე მაღალ შეფასებას მისცემს. თუმცა, სექსი უმჯობესია თავისი სოუსით მიართვათ: მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და დახვეწილი, ეროტიული საცვლებით. ჟურნალი ‘’ფლეიბოიც’’ გამოდგება, თუმცა იგი ოცნებობს საკუთარ სახლზე ტბის ნაპირას და თეთრ იახტაზე. ლომიმამაკაც-ლომს ხარის წელიწადში აჩუქეთ ტკბილი სიტყვების დიდი პორცია, კომპლიმენტები ისე აუმაღლებს მას გუნება-განწყობილებას, როგორც ვერც ერთი სხვა საჩუქარი. მაგრამ კომპლიმენტები საკმაოდ დახვეწილი და ნატურალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველთა მეფე გაბრაზდება. მას შეგიძლიათ ასევე აჩუქოთ პერანგი და ჰალსტუხი. საქმიანი პიჯაკი არმანისაგან - ეს ოცნებების მწვერვალია ახალგაზრდა ლომებისათვის. მაგრამ მოზრდილ ლომებს უფრო რენტაბელური და ძვირფასი საჩუქარი უნდა აჩუქოთ. დეკორატიული ხმლები, დანები, ცხოველების ნატურალური ტყავები - ასეთი საჩუქრებისაგან ნებისმიერი მამაკაცი-ლომის გული შეფრთხიალდება, რომლისთვისაც საომარი ხელოვნება სულერთი არ არის. თუმცა, არც სპორტული ტრენაჟორი იქნებოდა ურიგო. ქალწულიქალწულის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს აჩუქეთ რაიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაიმე ავტომობილისათვის, სახლისა ან ბაღისათვის. პრინციპში იგი უარს არ იტყვის არც ქაღალდის კონვერტზე, რომელშიც დევს ფული ან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ერთი-ორი აქცია. სასწორიმამაკაც-სასწორს ახალ წელს სასურველია აჩუქოთ ძვირფასი ტყავის საფულე ან სავიზიტო ბარათების ჩასადები. ასევე საქმიანი პორთფელი ან მოდური ჰალსტუხი. მორიელიმამაკაც-მორიელს აჩუქეთ ელექრული შადრევანი ორი დელფინით ან სხვა ლამაზი დიზაინით და უთხრათ, რომ თუ იგი ამ ფანტანს აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე დადებს, მის ცხოვრებაში ფინანსური წარმატება გარანტირებული იქნება. მშვილდოსანირა არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი ორივე სქესის მშვილდოსანისათვის? რა თქმა უნდა, მოგზაურობა! აჩუქეთ თქვენს საყვარელ მშვილდოსანს საახალწლო ტურის საგზური ფინეთში, პრაღაში, ჩეხეთში, ეგვიპტეში, პარიზში ან ინდოეთის კუნძულებზე სამოგზაუროდ. ამასთანავე, ნუ დაგავიწყდებათ მოამარაგოთ იგი საკრედიტო ბარათით, რომელზეც მნიშვნელოვანი თანხა იქნება ჩარიცხული, რათა თქვენმა მშვილდოსანმა საახალწლო დღეებში საკუთარ თავს არაფერზე უთხრას უარი. ასევე გაახარებთ მოულოდნელი, ორიგინალური და სასიამოვნო სიურპრიზით. თხის რქამამაკაც-თხის რქას ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ აჩუქოთ გიტარა, მუსიკალური ცენტრი ან სინთეზატორი. გამოდგება მოსახერხებული სვიტერი და სპორტული კოსტიუმიც. მერწყულიმამაკაც-მერწყულს აუცილებლად აჩუქეთ რაიმე გიჟური და უხამსი, მაგალითად, წიგნი ‘’კამასუტრა სურათებით’’. ასევე კარგი იქნება ველოსიპედი ან მოტოციკლი. ქალ-მერწყულს აჩუქეთ მოგზაურობა პარიზში ორ კაცზე, ახალი მობილური ტელეფონი ან ძალიან ლამაზი ქვედა საცვლების კომპლექტი. თუმცა, საცურაო კოსტიუმიც ძალიან გაუხარდება. თევზებიმამაკაც-თევზებს ახალი წლის ღამეს აჩუქეთ ლამაზი ჩარჩო სურათისათვის, შეგიძლიათ აჩუქოთ სტელაჟი წიგნებისათვის ან დისკებისათვის, აჩუქოთ რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან მუსიკალური ტექნიკა - ყურსასმენები, ფლეერი, ტელევიზორი. ასევე ძალიან გაუხარდება ლამაზი ნახატი ან იუმორისტული წიგნი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |