მთავარი » 2009 » იანვარი » 10 » The Beatles - ის ბიოგრაფია
10:01 PM
The Beatles - ის ბიოგრაფია
 

                     

 

ბითლზი (ინგლ.: The Beatles) - როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1960 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში. ბითლზი არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. მათმა ნოვატორულმა ხერხებმა და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მოდა, მათი ზემოქმედება პოპ კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. მათი ერთ-ერთი დამსახურებაა ე.წ. "ბრიტანული შემოსევის" პიონერობა, რომელიც ამერიკაში დაიწყო მათი გამოჩენის შემდეგ.

1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი. მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.


ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.


1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა დრამერი და მასთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი ტომი მური მურმა დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი დრამერი იყო ნორმან ჩეპმენი. შემდეგი წევრი იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში და ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დრამერის პრობლემა.



მუსიკალური გავლენა
ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა: "ელვის პრესლის შთაგონებით დავიწყე ჩანაწერების შეძენა. მისი ადრინდელი სიმღერები ძალიან მომწონდა. ბილ ჰეილის პერიოდმა უკვე ჩაიარა. ჩემი დედა უსმენდა მას, მაგრამ მე მისი სიმღერები არ მაღელვებდა. სწორედ ელვისის გამო დავჯექი ბით მუსიკაზე".



1960–70: ბითლზი


ჰამბურგი
1960 წლის 12 აგვისტოს დანიშნული იყო მათი პირველი კონცერტი ჰამბურგში. საბოლოო კომპრომისის შედეგად ჯგუფში მოვიდა პიტ ბესტი. ბესტი უკრავდა ჯგუფთან The Blackjacks, კასბას ყავის კლუბში, რომლის მეპატრონეც იყო პიტის დედა, მონა ბესტი. This was a cellar club in West Derby, Liverpool, where The Beatles played and often visited. ერთი კვირის შემდეგ იგივე სანქციები იქნა მიღებული მაკარტნისა და ბესტის წინააღმდეგ, რომლებმაც სასტუმროს ნომერში ცეცხლი გააჩაღეს. დეკემბერის შუა რიცხვებში ლენონიც დაბრუნდა ლივერპულში. ჰამბურგში დარჩა სატკლიფი, გერმანელ საცოლესთან, ასტრიდ კირხნერთან ერთად. ამასობაში ჯგუფს ჩაატარა კონცერტი კასბას კლუბში (სატკლიფის მაგივრად უკრავდა ჩეს ნიუბი).
1961 წლის აპრილში ბითლზი დაბრუნდა ჰამბურგში და დაუკრა კლუბში Top Ten. იქ მათ გაიცნეს ადგილობრივი მომღერალი ტონი შერიდანი, რომელმაც მათ დამხმარე ჯგუფად მუშაობა შესთავაზა. ამასთან, იგი გეგმავდა ალბომის ჩაწერას და მის გამოცემას ლეიბლზე Polydor Records. ჯგუფმა მოაწერა ხელი კონტრაქტს ლეიბლთან და სულ მალე გამოიცა შერიდანის/ბითლზის ერთობლივი სინგლი "My Bonnie (Mein Herz ist bei dir nur)". ფირფიტაზე ამ დუეტის სახელი იყო "Tony Sheridan and the Beat Brothers". ამ ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ ჯგუფს შეხვდა ბრაიან ეპსტაინი - სწორედ მაშინ ბითლზის შესახებ პირველად დაწერეს ამერიკულ პრესაში.


დაახლოებით 1962 წლის დასაწყისში ჟურნალმა Cashbox ახსენა "My Bonnie", როგორც ახალი როკ ენ როლური გუნდის, Tony Sheridan and the Beat Brothers დებიუტი. სინგლის რამდენიმე ასლი გამოვიდა ლეიბლზე Decca (აშშ რადიოებისათვის).


ჯგუფი დაბრუნდა ლივერპულში, თუმცა სატკლიფი კვლავ დარჩა ჰამბურგში, ასტრიდთან ერთად. ამ დროისათვის მაკარტნი გადაერთო ბას გიტარაზე. ასტრიდს ეკუთვნის ჯგუფის შავ-თეთრი ფოტოსურათები (თუმცა მას არ მოუფიქრებია ჯგუფის ვარცხნილობა, როგორც ბევრი დღემდე თვლის).


მესამე მოგზაურობა ჰამბურგში განხორციელდა 1962 წლის 13-31 აპრილს, სადაც ისინი უკრავდნენ კლუბში Star. ამას დაემთხვა სამწუხარო ამბავი - სატკლიფი გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად.


ჯგუფის მენეჯერად 1962 წლის იანვარში იქცა ეპსტაინი და მათ მოაწერეს კონტრაქტი ბრიტანულ კომპანიასთან


კომპანიასთან Decca Records წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეპსტაინი წავიდა ოქსფორდის ქუჩაზე მდებარი მუსიკალურ მაღაზიაში HMV, სადაც იგი აპირებდა Decca Records-ზე ჩაწერილი ფირების დისკებზე გადატანას. იქ ინჟინერმა ჯიმ ფოიმ მას გააცნო სიდ კოლმენი, კომპანიის EMI წარმომადგენელი. როდესაც კოლმენმა მოისმინა დემო ფირები, მან ეპსტაინს შესთავაზა ფირების მიტანა ჯორჯ მარტინთან, რომელიც, მისი თქმით, ქმნის "ხალისიან ჩანაწერებს". ეპსტაინმა მიაკითხა ლეიბლს Parlophone, რომელიც EMI-ს ერთ-ერთი განშტოება იყო. მარტინთან შეხვედრის შედეგად ბითლზმა მიიღო ერთწლიანი კონტრაქტი. აგრეთვე, 1962 წლის 6 ივნისათვის დაიგეგმა კოლექტივის პირველი ხმისჩამწერი სესია ები როუდის სტუდიაში (ეს არის EMI-ს კუთვნილი სტუდია, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ლონდონში). მარტინი არ იყო კმაყოფილი დემო ჩანაწერით , მაგრამ მას პიროვნულად მოეწონა ოთხეულის წევრები. იგი მიხვდა, რომ მათ მუსიკალური ნიჭი აქვთ, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მათი აზროვნება და იუმორი.


მარტინს გაუჩნდა პრობლემები პიტ ბესტთან . მან შესთავაზა ეპსტაინს პიტის შემცვლელი მუსიკოსის მოძიება. ბესტმა, გარდა ყველაფრისა, ავადმყოფობის გამო გააცდინა რამდენიმე მოსმენა (სხვადასხვა კლუბში). რადგანაც მასთან მუშაობდა რთული იყო, 16 აგვისტოს მას ოფიციალურად დაატოვებინეს ბითლზი. რინგო სტარს, ჯგუფის Rory Storm and the Hurricanes მუსიკოსს სთხოვეს დროებითი დახმარება. იგი ადრეც უკრავდა მათთან, ჰამბურგის კლუბებში.


ლენონის, მაკარტნის, ჰარისონისა და სტარის პირველი ერთობლივი ჩაწერა მანამდე მოხდა 1960 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (ჰამბურგში).მაგრამ სტარისთვის მეორე სესიის შემდეგ, რომელიც შედგა 1962 წლის 4 სექტემბერს, მარტინმა შემდეგი, 11 სექტემბრის ჩაწერისათვის იქირავა ენდი უაიტი.
კონტრაქტის პიხედვით მათ ჰქონდათ გარანტირებული თითო პენი თითოეული გაყიდული სინგლიდან, რომლის თითო მეოთხედიც ეკუთვნოდა ჯგუფის თითოელ წევრს.. მოგვიანებით, ისინი იღებდნენ ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გაყიდულ სინგლებიდან შემოსული ერთი პენის ნახევარს, შესაბამისად, იყოფდნენ მას ოთხ ნაწილად. მარტინი თვლიდა, რომ ეს საშინელი კონტრაქტი იყო.


ჯგუფის პირველმა სესიამ სხვადასხვა ადამიანისათვის მნიშვნელოვანი შედეგები არ მოიტანა, მასალის დიდი ნაწილი დაუსრულებელი იყო, თუმცა სწორედ ამ სესიაზე იქნა ჩაწერილი "Love Me Do", რომელიც ჩარტების 17ე ადგილზე აღმოჩნდა.1962 წლის 26 ნოემბერს მათ ჩაწერეს მეორე სინგლი "Please Please Me", რომელმაც ჩარტში მიაღწია 2ე ადგილს, ხოლო გამოცემის NME ჩარტში - 1 ადგილს. სამი თვის შემდეგ ჩაწერილი იქნა პირველი ალბომი Please Please Me. პირველი სატელევიზიო გამოჩენა შედგა გადაცემაში ადამიანები და ადგილები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მანჩესტერიდან. ბითლზის პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მოზარდი გოგონების ისტერია მათთან მიმართებაში, რომელსაც ბიტლომანია უწოდეს.


ჯგუფი შემჩნეული იქნა რამდენიმე მუსიკალური კრიტიკოსის მიერ. ტაიმსის მუსიკალურმა კრიტიკოსმა უილიამ მენმა 1963 წლის 23 დეკემბრის რეცენზიაში ბითლზის სიმღერები "Till There Was You" და "I  to Hold Your Hand" საკმაოდ დადებითად აღწერა.



შტატებში
ბრიტანეთში კოლექტივი უკვე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ EMI-ს ამერიკულმა განყოფილებამ Capitol Records უარი თქვა სინგლების"Please Please Me" და "From Me to You" აშშ ტერიტორიაზე გამოცემაზე. სინგლები გამოვიდა ჩიკაგოში მდებარე Vee-Jay Records-ზე, მცირე ლეიბლზე. არტ რობერტსი, პოპულარული რადიოსადგურის "WLS" წამყვანი, რეგულარულად უშვებდა "Please Please Me"-ს თავის ეთერში. ეს იყო ბითლზის პირველი ჩანაწერი, რომელმაც გაიჟღერა აშშ რადიოეთერში. მოგვიანებით კონტრაქტი Vee-Jay Records-სა და ბითლზს შორის იქნა გაუქმებული, რადგანაც ოთხეულს არ გადაუხადეს ჰონორარი.


22 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი "With The Beatles". 14 სიმღერიდან უმრავლესობა იყო მათი საკუთარი შექმნილი ნომრები. 1965 წლისათვის გაიყიდა მისი 1 მილიონი ასლი.


1963 წლის აგვისტოში ფილადელფიურმა ლეიბლმა Swan Records გამოსცა "She Loves You", რომელიც თავდაპირველად რადიოეთერში წარუმატებელი იყო. დიკ კლარკის შოუში American Bandstand მოზარდებმა დასცინეს ბითლზს მათი ვარცხნილობის გამო. 1963 წლის ნოემბერში ბრაიან ეპშტეინის თხოვნით, ედ სალივანმა დაიწყო კოლექტივის წარდგენა საკუთარ გადაცემაში - იმ წელს ბითლზი სამჯერ იყო ედის სტუმარი. ამან ოთხეულს მოუტანა გარანტირებული კონტრაქტი კომპანიასთან Capitol Records, რომელმაც შემდეგი წლის იანვრის შუა რიცხვებში გამოსცა შემდეგი სინგლი "I OFFLine.GE to Hold Your Hand". 1963 წლის 10 დეკემბერს ეთერში გავიდა 5 წუთიანი ისტორია, რომელიც გადაღებული იქნა ინგლისში. მასში საუბარი იყო ბრიტანეთში ბითლომანიის ფენომენზე. გადაცემის შემდეგ მოზარდმა გოგონამ მარშა ალბერტმა (რომელიც მერილენდში ცხოვრობდა) მისწერა კეროლ ჯეიმსს, რადიოსადგურის WWDC (ვაშინგტონი) წამყვანს, რომ მას ხშირად გაეშვა ბითლზის სიმღერები. კეროლ ჯეიმსი, რომელმაც ასევე ნახა ეს სიუჟეტი, დაინტერესდა ბითლზით, მოიპოვა სინგლის "I OFFLine.GE to Hold Your Hand" პრომო ასლი და, 17 დეკემბრის რადიოდებიუტის შემდეგ, სიმღერა შემჩნეული იქნა უამრავი მსმენელის მიერ. Capitol Records-ის პრეზიდენტმა ალან ლივინგსტონმა, რომელიც გაოგნებული იყო ამ წარმატებით, გადაწყვიტა დროზე ადრე გამოეშვა სინგლი, იმავე წლის 26 დეკემბერს.


ნიუ იორკის რამდენიმე რადიოსადგურმა დაიწყო სიმღერის საკუთარ ეთერში გაშვება გამოსვლის დღეს. დადებითი რეაქცია სინგლთან დაკავშირებით მოედო ვაშინგტონსა და ნიუ იორკს. 10 დღეში გაიყიდა სინგლის ერთი მილიონი ასლი და, 1964 წლის 16 იანვარს, ჟურნალმა Cashbox ჩანაწერს მიანიჭა რიგით პირველი სინგლის სტატუსი. ჯეკ პაარის შოუს ავტორებმა იცოდნენ, რომ თებერვალში ბითლზი გამოვა ედ სალივანის შოუში. მათ წინასწარ შეიძინეს ბრიტანული ტელევიზიის BBC მიერ გადაღებული "She Loves You" და გაუშვეს იგი საკუთარ ეთერში 1964 წლის 3 იანვარს - ასე რომ პაარმა დაასწრო სალივანს ბითლზის წარდგენა საკაბელო ტელევიზიის ეთერში.


ატლანტიკის მეორე მხარეს
1964 წლის 7 თებერვალს ჯგუფის ათასობით მოყვარულმა თავი მოიყარა ჰითროს აეროპორტში, რათა ბითლზი გაეცილებინა აშშ-ში.იქვე იმყოფებოდნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები (მათ შორის იყვნენ მორინ კლივი და ფილ სპექტორი), რომლებიც ასევე მიფრინავდნენ შტატებში. ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში ბითლზს დახვდა უამრავი თაყვანისმცემელი (დაახლოებით 3000 ადამიანი). პრეს კონფერენციის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ნიუ იორკში. გზად მაკარტნიმ მოისმინა რადიოში, რომ ბითლზი ჩამოვიდა და მიემართება პლაზას სასტუმროსკენ. პლაზას სასტუმროსთან მათ ასევე დახვდა ურიცხვი თანყვანისმცემელი და ჟურნალისტი. ჰარისონს მეორე დღეს ჰქონდა 39° სიცხე და იგი დარჩა საწოლში, ასე რომ პირველ დიდ ტელეჩაწერაზე იგი შეცვალა ნილ ასპინალმა.


1964 წლის წარმატების შემდეგ, კომპანიებმა Vee-Jay Records და Swan Records გაიხსენეს ჯგუფი და ახალი სახით გამოსცეს მისი ყველა წინა ჩანაწერი - მათი ნაწილი მოხვდა საუკეთესო 10ეულებში მეორედ.
1964 წელს ჯგუფი გაემგზავრა ტურით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბითლზი ავსტრალიაში ჩავიდა რინგოს გარეშე, რომელიც ავად იყო. დროებით იგი შეცვალა სესიურმა დრამერმა ჯიმი ნიკოლმა. ავსტრალიაში მათ დახვდა 300.000-იანი ბრბო.1964 წლის 21 ივნისს რინგო კვლავ შეუერთდა ჯგუფს.


1965 წლის ივნისში ელისაბედ II-მ ბუკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბითლზის წევრები ბრიტანული იმპერიის ორდენებით.ბევრმა ვეტერანმა და საზოგადო მოღვაწემ ჩვეულებრივი მუსიკოსებისათვის ამ ორდენების გადაცემა შეურაცხყოფად ჩათვალა და დაუბრუნა დედოფალს საკუთარი ორდენი.


1965 წლის 15 აგვისტოს შის სტადიონზე გაიმართა ჯგუფის დიდი კონცერტი, რომელსაც დაესწრო 55.600 შეშლილი მაყურებელი. დეკემბერში გამოიცა ჯგუფის მეექვსე ალბომი Rubber Soul, რომელიც იქცა დიდ გარღვევად მუსიკალურ სამყაროში.










კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 3263 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 21 2 »
avatar
0
1 tikaaaa • 3:42 PM, 2009-04-10
aaaauuu vgijdebi miyvars beatless =] mati musika ukvdaviaaa
1-1 2-2
ComForm">
avatar