მთავარი » 2009 » იანვარი » 9 » Spain / ესპანეთი
10:13 PM
Spain / ესპანეთი
 
                    
 
ოფიციალური: ქართულად - ესპანეთის სამეფო; ესპანურად - Reino de España.
ეტიმოლოგია - სავარაუდოდ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს და ნიშნავს �დამალულს�. სხვა ვერსიით იგი ფინიკიურისგან წარმოსდგება და ნიშნავს �კურდღლების სანაპიროს�.
ქვეყნის კოდი - ES.
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია.
ფართობი - 504.782 კვ.კმ.
ბუნება: გეოგრაფიული რაიონები � ცენტრალური ესპანეთი (el Centro) მესეტის პლატოთი, ჩრდილოეთი (el Norte), აღმოსავლეთი (el Este) ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სამხრეთი (el Sur) ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული არე. მთათა სისტემები - პირენეები, სიერა მორენა, იბერიისა და კანტაბრიის მთები; უმაღლესი მწვერვალები (მ) - პიკო დე ტეიდე 3.718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3.478, პიკო დე ანეტო 3.404; მთავარი მდინარეები (კმ) - ებრო 910, ტახო (ტეჟუ) 790 (სულ 1.007), გვადიანა 778, დუერო 700 (სულ 895), გვადალკვივირი 657; უდიდესი ტბა - ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური); მთ. კუნძულები (კვ.კმ) - კანარის 7.447 (მათ შორის: ტენერიფე 2.034, ფუენტევენტურა 1.660, დიდი კანარი 1.560, ლანზაროტე 846, ლა-პალმა 708), ბალეარის 4.992 (მათ შორის: მაიორკა 3.640); კლიმატი - ოკეანური, ზომიერი.
ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ურანი, ვერცხლისწყალი, პირიტი, თაბაშირი, თუთია, ტყვია, ვოლფრამი, სპილენძი, ჰიდროენერგია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - მეფე ხუან კარლოს I (Juan Carlos I,1975).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო � გენერალური კორტესები, შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი).
ეროვნული დღესასწაული - 12 ოქტომბერი - ესპანელი ერის დღე (ქ.კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღი).
ადმინისტრაციული დაყოფა. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი (Comunidad autonoma): ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის კუნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია-ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი (ciudad autonoma) - სეუტა და მელილია.




კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1815 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar