მთავარი » 2009 იანვარი 9 » სუპერ მამის - სუპერ ოჯახი
9:44 PM სუპერ მამის - სუპერ ოჯახი | |
დაად მუჰამედმა დაკარგა ფეხი საგზაო ავარიაში და გეგმავს ხელოვნური კიდურის მორგებას ჯაიპურში ინდიაში. იქამდე სანამ ეს გამოუვა, ის აპირებს იპოვოს თავისთვის მომდევნო პატარძალი...
“2015 წელს მე ვიქნები 68 წლის და მეყოლება 100 შვილი” ამობს ის. “ამის შემდეგ კი აღარ მოვიყვან ცოლს და ვიცხოვრებ ბედნიერად, მაქამდე კი კიდევ 3 ცოლი მჭირდება, რათა ამ რიცხვს მივაღწიო”! “ჩემი ორი ცოლი ორსულადაა და 2 თვეში იმშობიარებენ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ალაჰი მაძლევს ბევრ შვილს!” პროფესიით დაადი არის ყოფილი მძღოლი, პოლიციელი და ჯარისკაცი, მისი სიტყვები 100 შვილზე კი არ არის მთლად უაზრობა.
მისი ცოლები და ყოფილი ცოლები, ბედუინების ჩათვლით, არიან წარმოშობით საემიროებიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან, ირანიდან და ომანიდან. ისინი ყველანი ცხოვრობენ დაადთან ერთად ალ ბუსტანში, აჯმანში.
დაად მუჰამედი არის “ალბათ” ყველაზე დიდი ოჯახის უფროსი მთელს მსოფლიოში თუ არა გაერთიანებულ საემირობში ნამდვილად! მისი ოჯახი შედგება 127 წევრისგან. (ბებიების, ბაბუების და ნათესავ/მეგობრების გარეშე). ამ ყველაფრისთვის მას აქვს 15 სახლი. 2 ცოლი მუჰამედს მოუკვდა. მთლიანობაში მას ყავს 45 შვილიშვილი, 22 ცოლი და 60 შვილი!!! პლიუს ამას 2 შვილს კიდევ ელოდება ორ თვეში!!!
“რამადანის შემდეგ წავალ ჯაიპურში ხელოვნური ფეხის საშოვნელად და იქ ვიქორწინებ ლამაზ რაჯასტანელ გოგოზე.” განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. “მე უკვე მყავს 7 ინდოელი ცოლი და ის იქნება მერვე” დაადს აქვს დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან პენსიის სახით და ასევე სახლებით მთავრობამ აუშენა. “იმის მიუხედვად, რომ მყავს დიდი ოჯახი, არ მაქვს პრობლემები ბიუჯეტთან. მაგალითად ერთ დღეს თუ მომინდა თევზის ყიდვა, ამაში მეხარჯება 150$, მხოლოდ თევზისთვის და თუ ხორციც მინდა, რომ ჭამონ შვილებმა, მაშინ 300 დოლარიც არ მყოფნის ამის მიუხედავად მე თითოეულ შვილს ვაძლევ ჯიბის ფულს!” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |