ბელოიტის კოლეჯის პირველ კურსელების აზრით ბეთჰოვენი უბრალოდ ძაღლია, ხოლო
ჩეხოსლოვაკია რუკაზე არასდროს არსებობდა. სოციოლოგები ყოველდღე ატარებენ
ცდებს სტუდენტებზე სხვადასხვა კითხვების მეშვეობით და არკვევენ მათი
განათლების დონეს. დამკვირვებლები გაოცებულები დარჩნენ 1 კვირის წინ
როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა მიქელანჯელო კომპიუტერულ ვირუსად ჩათვალა,
ხოლო კლინტ ისთვუდი უბრალოდ რეჟისორი იყო და არასდროს უთამაშია ფილმებში. 2
დღის წინ ერთმა გოგონამ დაწერა, რომ გერმანია არასდროს ყოფილა ორ ნაწილად
გაყოფილი და იგი ყოველთვის ერთიანი სახელმწიფო იყო.