ავსტრალიის
პოლიციამ სიდნეიში "ადამიანი-ობობას" სახელით ცნობილი სამრეწველო
ალპინისტი ალენ რობერი დააკავა. როგორც ABC News-ი იტყობინება, ფრანგი
ალპინისტი მაშინ დააკავეს, რაც ის სპეციალური აღჭურვილობისა და დაზღვევის
ქამრის გარეშე სიდნეის ცენტრში Lumiere Building-ის 57-სართულიან შენობაზე
აცოცდა.
შენობაზე ასაძრომად რობერს 20 წუთი დასჭირდა. ხალხი,
რომელიც შენობასთან შეიკრიბა და ცათამბჯენის დაპყრობას თვალს ადევნებდა, 48
წლის "ადამიან-ობობას" აპლოდისმენტებით შეხვდა.
ავსტრალიის
ტერიტორიაზე რობერს პირველად არ აპატიმრებენ. 2009 წელს ის მაშინ დააკავეს,
როდესაც დაზღვევის ქამრის გარეშე Royal Bank of Scotland-ის 41-სართულიან
შენობაზე აძვრა. ამ საქციელისთვის მან 750 დოლარი ჯარიმა გადაიხადა.
ალენ
რობერს მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე მაღალი შენობა აქვს დაპყრობილი.
ჩვეულებისამებრ ის ცათამბჯენებს სპეციალური აღჭურვილობისა და ხელისუფლების
შესამაბისი ნებართვის გარეშე იპყრობს, რის გამოც მას ხშირად აკავებენ.
მომზადებულია ABC News-ის მიხედვით.