1:28 PM აფხაზეთი რუსულ ობიექტივში | |
ალბათ ბევრს გაგიგიათ ცნობილი რუსი დიზაინერის არტიომ ლებედევის შესახებ. ჩემ ბლოგშიც მიხსენებია იგი რამოდენიმეჯერ… ნუ, ამ ადამიანზე საუბარი დიდხანს შეიძლება, თუმცა ამჯერად ყველაზე საინტერესო მისი ჰობი - მოგზაურობაა. იგი უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად დაიარება დედამიწის გარშემო, იღებს ფოტოებს და საუკეთესოებს თავის მობლოგო-საიტზე ათავსებს, კომენტარებითურთ. დღეს კი, მის საიტზე მორიგი ვიზიტისას, აღმოვაჩინე, რომ ერთი თვის წინ აფხაზეთში ყოფილა ჩასული. რამოდენიმე დღიანი ვიზიტისას თითქმის ყველა ლეგენდარული ქალაქის მონახულება მოასწრო. და, რათქმაუნდა, ფოტოებიც გადაიღო. ამ ვიზიტის ორიგინალი ბლოგ-პოსტის ნახვა აქ შეგიძლიათ. მისი სრული ვერსია კი, ქართულად ნათარგმნი კომენტარებით, ქვევითაა მოთავსებული. მაშ ასე, ლებედევის ვიზიტი აფხაზეთში:
აფხაზეთში მოსახვედრად საკმარისია ჩაფრინდე სოჭში, აიყვანო ტაქსი „საზღვრამდე“ და ზუსტად ნახევარ საათში საზღვრის მიღმა იქნები. შემდეგ კი უკვე ახალი ტაქსით უნდა განაგრძო გზა. თუმცა, არის ჩამოსვლის მეორე ვარიანტიც - პერიოდულად სოჭიდან აქ მატარებელი დადის ოთხ-ოთხი ვაგონით, რომელსაც მოსკოვის მატარებელს ხსნიან ხოლმე. ბავშვობაში აქ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. მაშინ ამ ადგილებს „აფხაზეთს“ არავინ ეძახდა, უბრალოდ ამბობდნენ - „სამხრეთისკენ წავიდეთო“. მას მერე აქაურობამ შესამჩნევად დაკარგა ტურისტული ღირებულება. გაგრა ქალაქში ზუსტად ერთი შუქნიშანია. და ისიც არ მუშაობს. პიცუნდა გუდაუთა აქ ზღვაა. თუმცა, დიდად არავის აღელვებს. მაღაზიაში საქონელი ისეა გამოფენილი, წინა საუკუნე გეგონება. წარწერა საპარიკმახეროში ბოლომდე მყარად დგომას მოგვიწოდებს. აფხაზეთში 15 წლის წინ ომი იყო, რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებენ. ომზე დილიდან საღამომდე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში საუბრობენ. სოხუმი კი, ნამდვილად იყო ომი. კი, ყველაფერი დანგრეულია. და გარშემო სრული ქაოსია. მაგრამ ეს ყველაფერი 15 წლის წინ მოხდა. მიუხედავად ამისა, აფხაზები ქვეყნის აღდგენას არ ჩქარობენ, თითქოს სიამოვნებთ ნანგრევებში ცხოვრება და ვინმეს ლოდინი, ვინც მოვა და ყველაფერს თავისით აღადგენს, როგორც ადრე. ასევე საინტერესოა, რომ ქალაქ სოხუმს ახლა „Сухум“ ქვია, „Сухуми“-ის მაგივრად. ხაჭაპურს კი აქ ახლა „хачапур“-ად მოიხსენიებენ, „хачапури“-ს ნაცვლად. კიდურა „и“-ს აქტიურად ებრძვიან. სოხუმში ერთი ახალი შუქნიშანი დაუდგამთ. წყლის მწარმოებლები ერთმანეთს იდიოტიზმში ეჯიბრებიან. ერთი „ბროლივით სუფთა წყალს“ გვთავაზობს. მეორე კი, სიტყვა „жесть“-ზე ამახვილებს ყურადღებას. ოჩამჩირე საბჭოთა დროიდან ტაქსაფონის ნახევარჯიხური შემორჩენილა. აქ შემოსულებს თავიდანვე ცერად უყურებენ - დაეტიე შენ გაგრაში, გაირუჯეო. აქ საკეთებელი მართლაც არაფერია. სახლში წასვლის დროა. მალე ექსპედიცია დაიწყება.
სულ ეს იყო. დასკვნები - ტრადიციულად კომენტარებში :) P.S. ვისაც აინტერესებს, შეუძლია ექვსი წლის წინანდელ თბილისს გადახედოს, ამავე ლებედევის ობიექტივიდან :) რას იტყვით, არაფერი გაკეთებულა მას მერე? ;)
| |
|
სულ კომენტარები: 1 | |
0
1
bbabulia
• 5:45 PM, 2009-12-11 | |