რეგისტრაცია | შესვლა
მთავარი » 2009 » მაისი » 9 » Volkswagen Audi Q3
1:00 PM
Volkswagen Audi Q3
 

 
 
ბარსელონის ავტოსალონი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მცირედ თუ იყო ცნობილი, მსოფლიო პრემიერების მასპინძელი ხდება. ერთ-ერთი სენსაციური ავტო-შოუ გამართა კომპანია Audi-იმ, რომელმაც ახალი კროსოვერი Audi Q3 წარმოადგინა.

ახალი ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ ბარსელონაში. როგორც კომპანიის ხემძღვანელები ირწმუნებიან, ახალი ავტომობილის წარმოებაც სწორედ ამ ქალაქში არსებულ Volkswagen-ის ქარხანაში მოხდება. როგორც ცნობილი ხდება, ავოტმობილის წარმოება 2011 წლიდან დაიწყება.

 ”Q”-სერიის ახალმა წარმომადგენელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს BMW X1-სა და Infiniti EX. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ახალი ავტომობილი ყველზე დაბალფასიანი იქნება  ”Q”-სერიის ავტომობილებს შორის, თუმცაღა ეს არ აისახება კომფორტსა და დიზაინის სილამაზეზე.

მიუხედავად შემცირებული ზომებისა ავტომობილი აღჭურვილი იქნება ყველა ელექტრონული ხელსაწყოთი. მასში იქნება საკმარისი ადგილი 4 ადამიანისა და მათი ბარგისთვის. Audi Q3 აგრეთვე აღჭურვილი იქნება ყველა ფუნქციისთ რაც ნამდვილ ჯიპს უნდა ჰქონდეს.

ავტომობილში იქნება  Volkswagen-ის 2,0 მოცულობის ძრავები, რომლებსაც 204 ცხენის ძალა ექნებათ. ფასის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.
 
 
 
 
 




კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1427 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar