მთავარი » 2009 » მარტი » 24 » პირველი ქრისტიანული ტაძარი...
6:23 PM პირველი ქრისტიანული ტაძარი... | |
მეცნიერთა ვარაუდით აღმოჩენილია პირველი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც იორდანიის ჩრდილოეთით, ქ. რიქაბში აღმოაჩინეს სამთვიანი გათხრების შედეგად.
„ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს აღმოჩენა სენსაციურია - პირველი ეკლესიაა მსოფლიოში. იგი ჩვენი წელთაღრიცხვიდან 33-70-იან წლებში უნდა იყოს აშენებული. ნამდვილად გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთმ რომ ამ ტაძარში პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ - იესო ქრისტეს სამოცდაათი მოსწავლე“ - განაცხადა ქალაქ რიქაბის არქეოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა - აბდელ კადერ ჰუსეინი. აბდელ კადერ ჰუსეინის თქმით მიწისქვეშა ნაგებობა გამოიყენებოდა ქრისტიანების მიერ ქრისტეს სიკვდილიდან ასი წლის განმავლობაში - ეს კი ზოგიერთი ნიშნით დასტურდება. მღვიმე განთავსებულია წმიდა გიორგის ეკლესიის ქვეშ, რომელიც აგებულია ჩვ. წელთაღრიცხვამდე 230 წელს. წმიდა გიორგის ეკლესიის იატაკი არის მოზაიკური წარწერით, სადაც ნახსენებია: „ღმერთის შვილის 70 საყვარელი მოწაფე“. ამანის მართმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსმა - არქიმანდრიტი ნექტარიიმ, მიესალმა აღმოჩენას და განაცხადა: „ამით მტკიცდება, რომ ამ რეგიონში ქრისტიანები არ არიან სტუმრები. ისინი ნამდვილი მასპინძლები არიან და მათ აქ ყოველთვის ქონდათ ფესვები“. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |